ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
აქცია "1+1" - ინოვაციური პროექტია ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში
20/10/2014
პრესრელიზი

 

20 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
მარიამ ქვივიშვილი
კომპანია ვოიაჟერი
გენერალური მენეჯერი
+995 599 71 17 09

აქცია "1+1" - ინოვაციური პროექტი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში

საჩუქარი ეგზოტიკური მოგზაურობის მოყვარულებ

ავიაკომპანია flydubai-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა კომპანია „ვოიაჟერი" მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ყოველთვის სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს მათ. ამჯერადაც კომპანიამ ქართველი ტურისტებისთვის ინოვაციური აქცია : „1+1" დაგეგმა. მგზავრი რომელიც იმოგზაურებს დუბაის, შრი ლანკის, ინდოეთისა და მალდივების მიმართულებით ერთი ბილეთის შეძენის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად მიიღებს. (მეორე ბილეთზე მგზავრი მხოლოდ აეროპორტის მოსაკრებელს იხდის). ახალი შეთავაზების მიზანია მოგზაურობის მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცეთ ეწვიონ დუბაის და მოინახულონ ისეთი ეგზოტიკური ადილები, როგორიცაა გოა, მალე, ან კოლომბო.

გარდა ამისა აქციის ფარგლებში (ინვრიდან - თებერვლამდე) ქართველ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოში ცნობილ დუბაის შოფინგ ფესტივალს და გახდნენ გრანდიოზული წარმოდგენებისა და ღონისძიებების მონაწილენი.

" მსაგვსი ტიპის უნიკალური ინვოციუარი შემოთავაზება პირველია ქართული ბაზრისთვის. საქართველოში ერთხელ უკვე იყო აქცია „1+1", რომლისადმი მოლოდინიც ისეთი მაღალი იყო მომხმარებელბის მხრიდან, რომ ავიაკომპანიამ 2014 წელს გადაწყვიტა ლოიალური მომხმარებლები კვლავაც წაეხალისებინა ". - განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა მარიამ ქვრივიშვილმა. "ის საოცნებო მიმართულებები, რომლებიც მანამდე მხოლოდ მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი: მალდივები, შრი ლანკა თუ გოა, აქციის ფარგლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი ტურისტისთვის აისრულოს ოცნება და გაემგზავროს საოცნებო მიმართულებებზე ყველაზე დაბალი ტარიფით." - დაამატა მარიამ ქვივიშვილმა. 

flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულება 2011 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო და პირველი ავიაგადამზიდავი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისი დანიშნა.



მნიშვნელოვანია ისიც, რომ დუბაი ძალიან სწრაფად გადაიქცა ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად. დუბაი ქართველ ტურისტებს იზიდავს მისი უსასრულო ქვიშის სანაპიროებით და მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული საშოპინგო ცეტრებით. დასვენების პერიოდიც დუბაიში ყველაზე სასიამოვნო სწორედ მაისის ბოლომდეა. რაც მთავარია, ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ flydubai-ს პირდაპირი რეისებით, მისი შეღავათიანი და დაბალი ტარიფებით და დროულად შესრულებული რეისის ხარჯზე დაზოგონ დრო, რომელსაც სასიამოვნო დასვენებისთვის გამოიყენებენ.

ავიაკომპანიას მომსახურეობის მარტივი მოდელი გააჩნია, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ სერვისის საფასურს, რომელიც მას სჭირდება. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს სხვადასხვა გასართობი საშუალებითაც შეუძლიათ ისარგებლონ. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ სხვადასხვა საკვებისა თუ გამაგრილებელი სასმელებისგან შემდგარი მენიუ და Duty Free-ს მრავალფეროვანი პროდუქცია.
###

აქციის პირობები:

თბილისი-დუბაი-თბილისი: ერთი ავიაბილეთის ღირებულებაა - 160$. ხოლო საჩუქრად გადმოცემულ მეორე ავიაბილეთს ემატება აეროპორტის მოსაკრებელი - 64$;
თბილისი-კოლომბო-თბილისი: ერთი ავიაბილეთის ღირებულებაა - 540$. ხოლო საჩუქრად გადმოცემულ მეორე ავიაბილეთს ემატება აეროპორტის მოსაკრებელი - 91$;
თბილისი-მალე-თბილისი: ერთი ავიაბილეთის ღირებულებაა - 700$ , ხოლო საჩუქრად გადმოცემულ მეორე ავიაბილეთს ემატება აეროპორტის მოსაკრებელი - 91$;
თბილისი-გოა-თბილისი: ერთი ავიაბილეთის ღირებულებაა - 560$ , ხოლო საჩუქრად გადმოცემულ მეორე ავიაბილეთს ემატება აეროპორტის მოსაკრებელი - 70$.
აქციის პირობები:
• გაყიდვის პერიოდი: 2014 წლის 11 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრამდე;
• ავიაბილეთების გამოყენების პერიოდი: ყოველ ხუთშაბათისა და შაბათის რეისზე, 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 31 მარტამდე;
• აქცია არ ვრცელდება შემდეგ პერიოდებზე: 
TBS-MLE; TBS-CMB; TBS-GOI - 25 დეკემბრიდან - 10 იანვრამდე;
MLE - TBS; CMB - TBS; GOI -TBS - 03 იანვარიდან - 15 იანვარამდე;

 

წაკითხულია: 4347